უხვი ნალექი ქობულეთში

22 თებერვალი 2025, 18:07 151 ნახვა

ქობულეთში დილიდან განახლდა და იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენა. ქალაქში, მრავალწლოვანი ნარგავები იწმინდება თოვლის საფარისგან, სუფთავდება ქვეითთა სავალი ნაწილები. მუშაობს ტექნიკა და იწმინდება სავალი ნაწილები. ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია სამუშაოებში.-აცხადებს ქობულეთის მერი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ბალანსზე არსებული 15 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული გზების წმენდის პროცესში, რომელსაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 3 ერთეული მძიმე ტექნიკაც დაემატება. ამ დროისთვის, ელექტროენერგია 10 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც აღდგენითი სამუშაოები დილიდანაა დაწყებული.რაც შეეხება გაზმომარაგებას - გაზი ავარიული დაზიანების გამო, არ მიეწოდება სოფელ ქვედა აჭყვას, საჩინოს 350 და სოფელ ჩაისუბნის 80 აბონენტს, - აცხადებენ ქობულეთის მერიის პრეს-სამსახურში. ამ დროისთვის, ქობულეთში, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში