ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

21 თებერვალი 2025, 13:11 389 ნახვა

ხელვაჩაურში თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები. იწმინდება სოფელ ჯოჭოს, ხეღრუს და ზედა ახალშენის შიდა გზები.

რაც შეეხება უამინდობისგან გამოწვეულ სხვა პრობლემებს, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 
ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში