მეორე დღეა თოვს ბათუმში 

21 თებერვალი 2025, 12:15 192 ნახვა

დილიდან ინტენსიურად თოვს ბათუმში. ამ დროისთვის ქალაქის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხებულა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები უკვე მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ინფორმაციით, გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი არხები და გახსნილია სანიაღვრე ქსელი.

ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა, რომელიც მანქანას დაეცა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში