საბერძნეთის პრემიერი ევროპას გამოღვიძებისკენ მოუწოდებს

20 თებერვალი 2025, 09:51 167 ნახვა

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა "გამოიღვიძოს" "გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ლეტარგიისგან. გუშინ  უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების განსახილველად საფრანგეთმა ევროპელ ლიდერთა მეორე საგანგებო სამიტს უმასპინძლა.

მანამდე შეხვედრა ბრიტანეთის, გერმანიის,  იტალიის, ევროკავშირის  რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან ელისეის  სასახლეში, ასევე ნატოს მოკავშირეებთან გაიმართა. ეს იყო მცდელობების ნაწილი, რათა შეეფასებინათ,  უკრაინის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიები და  ევროპის თავდაცვის გაძლიერება მაშინ, როცა აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინასა და რუსეთს შორის სამწლიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიურ ძალისხმევას ჩქარობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში