ჩოგბურთში დოჰას ტურნირი დაიწყო, რომელშიც ტოპ ჩოგბურთელები მონაწილეობენ. ტურნირის პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და ყველასთვის მოულოდნელად ორ სეტში - 6:7; 2:6 დამარცხდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, თუმცა ტრამვის გამო ზვერევთან მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.
ამ დროისთვის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ეი-ტი-პის რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.