"ტვ პირველის"ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი

19 თებერვალი 2025, 10:10 211 ნახვა

"ტვ პირველის" დაკავებული ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მანამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოპერატორის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს. როგორც მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოქმში დააფიქსირა, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.

ოპერატორი გვიან ღამით ქუჩაში დააკავეს. ტელეკომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ოპერატორი აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა დაკავების კადრები, სადაც ჩანს რომ დაკავებისას პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ. ლაშა ჯიოშვილის ადვოკატის განცხადებით, მას კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას უკანონოდ ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში