ე.წ. ოცნების ქალაქში დაღუპული ბავშვები დღეს დაკრძალეს. სამძიმარზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები და რეგიონის პირველი პირი. მათ დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
ტრაგედია 15 თებერვალს მოხდა. ბავშვები ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ დასახლების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უკვე გამოკითხა.