იერუსალიმში მძევალთა ოჯახის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

17 თებერვალი 2025, 13:29 199 ნახვა

ისრაელელი მძევლების ოჯახები მძევლების გათავისუფლებას მოითხოვენ. ცხრამეტი ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლეს, 73 ისევ ტყვეობაში რჩება, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი ისრაელის ხელისუფლებამ გარდაცვლილად  გამოაცხადა.

ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს მოლაპარაკებების დაწყებას დარჩენილი ცოცხალი მძევლების დასაბრუნებლად.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი დღეს შეიკრიბება და ღაზის სექტორში ცეცხლის  შეწყვეტის შეთანხმების მეორე ეტაპს განიხილავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში