ტრაგედია ბათუმში

16 თებერვალი 2025, 17:54 387 ნახვა

შემზარავი ტრაგედია ბათუმში,გუშინ ე.წ. „ოცნების ქალაქის „ დასახლებაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას 2 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვები სავარაუდოდ ყოფილ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ,რომელიც ღია და წყლით სავსე იყო.ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ტრაგედიიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ბავშვები ტერიტორიაზე ჯართის შეგროვების მიზნით იმყოფებოდნენ, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მაუწყებლის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში