საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

16 თებერვალი 2025, 16:12 240 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში