ოცნების ქალაქში მცხოვრებლების ერთი ნაწილი, გუშინ, მედიის მისამართით აგრესიით გამოირჩეოდა.
ისინი მოითხოვდნენ მედიას დაეტოვებინა ტერიტორია და აღარ გაეშუქებინა ადგილზე მიმდინარე მოვლენები, აღარ დაესვათ ოფიციალური პირებისთვის კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფების მიმართ.
„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი წერს, რომ დღეს ოცნების ქალაქში მისი ტექნიკის დაზიანება სცადეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.