 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მახინჯაურში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            