სამშენებლო კომპანია "ანაგის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთაა და კომპანიას მასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
"ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს, ეს არის აბსოლუტური ტრაგედია. სიტყვები არ მაქვს რა შეიძლება ითქვას. ეს ლოკაცია, სადაც ეს შემთხვევა მოხდა სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთაა, ჩვენ არანაირი შემხებლობა არ გვაქვს იმ ადგილთან, არც არანაირი სამუშაოები გვიწარმოებია.
ჩვენ ახლა შევედით იქ და ფაქტობრივად სამუშაოები არც დაწყებულა, მხოლოდ ტექნიკა არის მობილიზებული. ეს ტერიტორია ჩვენ ლოკაციასთან კვეთაში არ არის. მოშორებით სხვაგან მდებარეობს,"- განაცხადა დავით ანდღულაძემ.