თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს - ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს

15 თებერვალი 2025, 17:27 163 ნახვა

ბათუმში გამართული აქციების მონაწილე, რომელსაც საზოგადოება "მედროშედ" იცნობს გამოკვლევებისთვის იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 30-ე დღეა შიმშილობს.

ამის შესახებ, ინფორმაციას აჭარის ტელევიზიას თემურ ქათამაძის ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი უდასტურებს.

"დღეს, თემურ ქათამაძის შიმშილობის 30-ე დღე არის და ბუნებრივია, შიმშილობის ამ ვადას, თან ახლავს წონის მნიშვნელოვანი კლებაც, რასაც, ასევე, თან ახლავს სისუსტეებიც, თუმცაღა, ბატონი თემური თავს მაინც კარგად გრძნობს, უბრალოდ, დათანხმდა გამოკვლევების მიზნით კლინიკაში გადაყვანას და დღეს გადაიყვანეს კლინიკაში, როგორც მაცნობეს მიგრაციის დეპარტამენტიდან", - განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან სატელეფონო საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, რომელიც ქათამაძის ინტერესებს იცავს.

თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შიმშილობდა.

მან შიმშილობა, მეორედ დაკავების შემდეგ, 16 იანვარს დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში