ჟურნალისტების საქმეები – განცხადება

15 თებერვალი 2025, 12:01 104 ნახვა

შიმშილობის 35-ე დღე - მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად სცნო, რასაც მოშიმშილე ჟურნალისტის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.
ქვეყანაში ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სპეციალური განცხადება გააკეთეს საზოგადოებრივი ასამბლეა წევრებმა.  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მედიის უფლებათა დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ.
მოითხოვენ, რომ მედიის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასონ საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის მიერ კრიტიკული ჟურნალისტების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა და რეპრესიები.
ამასთან, საზოგადოებრივი ასამბლეა მესამე სექტორს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა ლეგიტიმური საშუალება, რომლითაც მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ჟურნალისტების ციხეში გამოკეტვის საქმეებს გამოიძიებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში