ცილისწამებაზე, დეზინფორმაციასა და ტყუილზე აგებული რეზოლუცია-ასე აფასებს ქართულ ოცნება ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას , რომლითაც ევროპელი კანონმდებლები ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ, საუბრობენ სანქციების აუცილებლობასა და ახალ არჩევნებზე.
დოკუმენტს თან ერთვის აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც. ქართულ ოცნება ოპოზიციის ინტერესებზე მიუთითებს და აცხადებენ რომ ისინი მუდმივად ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
რადგან კონკრეტული რეზოლუცია სხვა დროს მიღებული ანალოგიური დოკუმენტების მსგავსად სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის ევროსტრუქტურებისთვის, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვერც გუშინ მიღებული რეზოლუცია იქნება გამონაკლისი ამ მხრივ.
რეზოლუციაზე მუშაობას ადასტურებს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, ახლა მთავარია ის, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებმა ქართველი ხალხი არ დააზარალოს.