ცილისწამებაზე, დეზინფორმაციასა და ტყუილზე აგებული რეზოლუცია - ასე აფასებენ დოკუმენტს ქართულ ოცნებაში. მმართველ პარტიაში ოპოზიციის ინტერესებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, რადგან კონკრეტული რეზოლუცია სხვა დროს მიღებული ანალოგიური დოკუმენტების მსგავსად სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის ევროსტრუქტურებისთვის.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვერც გუშინ მიღებული რეზოლუცია იქნება გამონაკლისი ამ მხრივ. რეზოლუციაზე მუშაობას ადასტურებს ოპოზიციის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, ახლა მთავარია ის, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებმა ქართველი ხალხი არ დააზარალოს.
400 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუცია გუშინ მიიღო.