თელ-ავივში მძევლების ოჯახის წევრებმა მაგისტრალი გადაკეტეს

13 თებერვალი 2025, 13:30 99 ნახვა

ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი მძევლების ოჯახებმა თელ-ავივის მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს და ისრაელის ხელისუფლებისგან  ჰამასთან მიღწეული შეთანხმების შესრულება მოითხოვეს, რომელიც მიზნად ისახავს ღაზაში 15-თვიანი ბრძოლის დასრულებას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.  

გუშინ ისრაელმა სამხედრო რეზერვისტებს ღაზაში ომის შესაძლო განახლებისადმი მომზადებისკენ მოუწოდა. თუ ჰამასი არ გაათავისუფლებს დათქმულ ვადებში  მძევლებს და დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.  

ჰამასი შაბათს კიდევ სამი მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, მაგრამ ამ კვირაში განაცხადა, რომ აჩერებს გადაცემას ისრაელის მიერ პირობების დარღვევის გამო.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში