ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

13 თებერვალი 2025, 12:00 85 ნახვა

„საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს. ავტორი 57 ევროპარლამენტარია.

რეზოლუციით  ევროპელი კანონმდებლები  „ქართულ  ოცნებას”  მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესიები; პროექტში საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ და მოუწოდებს საქართველოს  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი  ხაზს უსვამს, რომ „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით". 

ევროპარლამენტი მოითხოვს, რომ "საქართველოში ახალი არჩევნები მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდეს".

რეზოლუციაში საუბარია „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში