საბოტაჟის მცდელობის საქმე - გამოკითხვები პროკურატურაში 

13 თებერვალი 2025, 10:44 84 ნახვა

საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყების შეკითხვებს საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელი ბიძინა გიორგობიანი პასუხობს.

საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, საზოგადოება წლებია თვალს ადევნებს კოორდინირებულ შეტევას ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც მათი თქმით, მონაწილეობენ როგორც გარე აქტორები, ასევე ოპოზიციაში მყოფი უცხოური ინტერესების გამტარებელი პირები.

გამოძიება საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს დაიწყო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაული 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში