ტაივანის ქალაქ ტაიჩუნგში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაზის სავარაუდო აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაშავდა.
აფეთქება შენობის მე-12 სართულზე მოხდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა - ნათქვამია ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში.
ტაივანის პრეზიდენტმა ლაი ჩინ-ტემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და სამართალდამცავ ორგანოებს აფეთქების მიზეზების სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.