საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა ამოქმედდა

12 თებერვალი 2025, 17:23 199 ნახვა

ქართულ და მალაიზიურ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქ. კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტში გამარტივებული საპასპორტო კონტროლის პროცედურა ამოქმედდა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, საიმიგრაციო გამშვები პუნქტის გავლის გარეშე შევიდნენ ქვეყანაში - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მალაიზიაში ჩასვლამდე, 72 საათის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებელია, შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ  ვებგვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი მალაიზიის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის შემთხვევაში. ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) დღეს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში