ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნოლოგიური ჰაბის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
სივრცეში განთავსდება ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, ტექნოპარკი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, ტექნოლოგიური სკოლა, საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები. სრულად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება.
ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რეაბილიტაცია უტარდება გათბობა-გაგრილების სისტემებს.
ასევე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია გარე დეკორატიული აუზების, ხელოვნური ტბის, სახურავის და მინის გუმბათის რეაბილიტაცია.