აშშ-ის კონგრესი USAID-ის მხარდამჭერ კანონპროექტს ამზადებს

12 თებერვალი 2025, 11:05 81 ნახვა

აშშ-ის კონგრესში  დემოკრატები იუსაიდის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებენ.  

კანონპროექტი  მიზნად ისახავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას, გამოიყენოს სახელმწიფო სახსრები იუსაიდის გასაუქმებლად.  

კანონპროექტი აკრძალავს ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ პირთა ხელფასების გადასახდელად, რომლებიც მუშაობენ იუსაიდის გაუქმებაზე, მათ შორის ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში