ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ვაჟა ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.