კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

11 თებერვალი 2025, 14:01 184 ნახვა

37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა - ამის შესახებ იმ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია,რომელიც პროკურატურამ დღეს სასამართლო სხდომაზე წარმოადინა. აღნიშნული დოკუმენტი უმძიმესი მკვლელობის საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. 

პროკურორის ინფორმაციით, ყველა ჭრილობა, რაც ჯაიანმა აბრამიძეს მიაყენა, სიცოცხლის დროინდელია. ამასთან,  ბრალდების მხარე აცხადებს, რომ  საქმეში აუდიოჩანაწერი არსებობს, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს უყვება, თუ როგორ აყენებდა ტრანს გენდერ ქალს   ფიზიკურ შეურაცხყოფას.  დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, გარდა დღეს წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა. 

ბექა ჯაიანის წინააღდეგ არაერთი მტკიცებულება დევს საქმეში, მათ შორის მოწმეთა  ჩვენებები, რომელშიც ისინი   მიუთითებენ იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. 

ბექა ჯაიან სგამოძიება გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ  განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ნაწილობრიც აღიარებს. 

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში