მზია ამაღლობელი 31-ე დღეა შიმშილობს

11 თებერვალი 2025, 10:01 132 ნახვა

მზია ამაღლობელი მონიტორინგის მიზნით კლინიკაში რჩება - მოშიმშილე პატიმარმა ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და მკურნალობასა და მონიტორინგს „ვივამედში“ გააგრძელებს.

მედიამენეჯერი 31-ე დღეა შიმშილობს. ამდენივე დღეა „ნეტგაზეთისა“ და ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება.

მედიამენეჯერის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

„ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის", - წერია პეტიციის ტექსტში. გამოძიება ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში