26-ე დღეა სრულ შიმშილობაზეა ბათუმის აქციაზე დაკავებული თემურ ქათამაძეც. შესაბამისი უწყების მიერ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, ის სამედიცინო კვლევებს საჭიროებს.
დღეს მოშიმშილე ბრალდებულს ომბუდსმენის წარმომადგენელი შეხვდება და გადაწყდება გადავა თუ არა ის სამედიცინო დაწესებულებაში კვლევების ჩასატარებლად.
ადვოკატის ინფორმაციით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაკავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია დაცვის მხარისთვის.