ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს

11 თებერვალი 2025, 11:08 142 ნახვა

აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს -  მომხდარის შესახებ გაბიტაშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

გაბიტაშვილი აღნიშნულს აბუ დაბიში მომხდარ შემთხვევას უკავშირებს.

"არ ვიცი, ვინ იყვნენ. ძაღლს ვასეირნებდი, სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვებით თავის გზაზე ისე, როგორც საჭიროა. წყნარად ვასეირნებდი ძაღლს და მომვარდნენ, ბოღმიანები, შურიანები არიან, უსამართლო ხალხია, მეტი არაფერი. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს საერთოდ. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა.

ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში