ვითარება ენგურის ხიდზე

26 აპრილი 2017, 00:00 4004 ნახვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე დაკავებულ დარეჯან როგავას 250 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ოჯახის სხვა წევრები ენგურის ხიდზე რჩებიან. მათთან ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოადგილე მივიდა, და მათი მოთხოვნები მოისმინა.

 მამუკა წოწრიას თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჩართულია ამ პროცესში და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ სოხუმის იზოლატორში ყოფნის პერიოდში, ნორმალური მდგომარეობა ჰქონდეთ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი