ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას ასფალტის საფარით.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების გამო მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. შეიცვალა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც. სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა დაათვალიერეს.