დაკავებულ მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს კლინიკა ვივამედში, უგრძელდება მკურნალობა და უტარდება განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები - აცხადებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი.
მზია ამაღლობელი ამაღლობელი 29-ე დღეა შიმშილობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან, თუმცა თავად პატიმარი ჟურნალისტის სურვილია, რომ ის ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.
ამის მიუხედავად სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკის ფარგლებში გაგრძელდეს, რადგან შესაძლოა მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.
მზია ამაღლობელი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.