ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და ვერც უარვყოფ - პესკოვი

09 თებერვალი 2025, 16:17 333 ნახვა

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი არც უარყოფს და არც ადასტურებს ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ვაშინგტონში ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებასთან ერთად, ჩნდება მრავალი სხვადასხვა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხებით ხორციელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი განიხილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში