''ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას მოსწავლეები ესტუმრნენ. სამხედრო ქვედანაყოფმა ამჯერად იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საგანმანათლებლო საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“ ისწავლება.
ბავშვები სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.