საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ „ენჯეოებთან“, არამედ უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2025, 18:04 114 ნახვა

საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ „ენჯეოებთან“, არამედ უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, თუ რა სქემებით ხდებოდა საგარეო დახმარების გამოყენება სხვა ქვეყნებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოსახვევად, საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქმე გვქონია არა ქართულ NGO-ებთან არამედ უცხოურ GONGO-ებეთან – Government-organized non-governmental organization – უცხოური მთავრობის მიერ ორგანიზებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში