ბრალდებები გახარიას გუნდს

08 თებერვალი 2025, 17:55 144 ნახვა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობს, 12 მანდატის გაუქმების მოთხოვნით კი პარლამენტს წერილს არ წერს.
ბარიერგადალახულ 3 პარტიაში ყოფილი პრემიერის მხრიდან "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ფარულ ხელშეწყობის ნიშნებს ხედავენ. ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკა არ ესმით გახარიას პარტიაში.
აქ ამბობენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია "საქართველოსთვის" იღებს და მასზე გავლენას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ მოახდენენ. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობაში გახარიას გუნდს „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ და თვლიან, რომ ყოფილი თანაგუნდელი ვერ ელევიან პარტიულ და სადეპუტატო დაფინანსებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში