თემურ ქათამაძე 23-ე დღეა შიმშილობს

08 თებერვალი 2025, 12:22 93 ნახვა

23-ე დღეა თემურ ქათამაძე  შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. ადვოკატის ინფორმაციით, ქათამაძეს 15 კილოგრამი აქვს დაკლებული და უჭირს გადაადგილება. გუშინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი, შესაბამისად, მისი პატიმრობა ძალაში დარჩა. სხდომაზე მისული იყო თემურ ქათამაძე, მას მოსამართლისთვის მტკიცებულების წარდგენა სურდა, უარის შემდეგ კი სხდომა დატოვა. თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. 11 იანვარს ის ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და იზოლატორში 5 დღე გაატარა. იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, 16 იანვარს ქათამაძე ხელახლა დააკავეს. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 18 იანვრის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში