''ქართული ოცნების'' საკანონმდებლო ინიციატივები

07 თებერვალი 2025, 11:54 91 ნახვა

''ქართული ოცნება'' საკანონმდებლო ცვლილებებს პრევენციით ხსნის. პარტიაში ამბობენ, რომ სიახლეების მიზანი დანაშაულის ჩადენისგან მოქალაქეების დაცვაა. პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხებს გუშინ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება განისაზღვრება და ამ დროს  თვითმმართველი ორგანოს წერილობითი გაფრთხილება სავალდებულო ხდება.

იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ასევე, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. იზრდება დანაშაულისთვის ჯარიმის ოდენობა და  ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში