ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი ჰოკეისტ გოგონათა მატჩებით დაიწყო

07 თებერვალი 2025, 10:11 70 ნახვა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თბილისში, ყინულის არენაზე გოგონათა შორის ჰოკეის მატჩები გაიმართა. ჩეხეთის ნაკრებმა სლოვაკეთი 4:0 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ჩეხი გაბრიელა სტელა და სლოვაკი ნინა ცელაროვა დასახელდნენ.

მეორე შეხვედრაში კი ფინეთის ნაკრებმა შვედეთს 5:2 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ფინელი კიია არვოლა და შვედი გრეტა იოჰანსონი დასახელდნენ.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. შვეიცარია – ჩეხეთს, იტალია კი ფინეთს დაუპირისპირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნა 9 თებერვალს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში