ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, რას აფინანსებს საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდი, დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი - შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2025, 16:49 144 ნახვა

ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, რას აფინანსებს საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ.

„ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს, თუ რას აფინანსებს საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED). აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ ამერიკელი ხალხის ფულის მავნე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მხილების შემდეგ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი ამ ფონდის საქმიანობის მიმართ. მით უმეტეს, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მანამდეც არაერთ სკანდალში გაეხვა. საგარეო დახმარების სახელით დახარჯული თანხების გამჭვირვალობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში