გოგა ბითაძის „ორლანდომ“ წაგებათა სერია შეწყვიტა

06 თებერვალი 2025, 09:39 100 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია სტუმრად „საკრამენტო კინგსთან“ შეწყვიტა. ფლორიდელებმა მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 42:23 მოიგეს. საბოლოოდ კი 130:111 გაიმარჯვეს.

ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან 23 წუთში, 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“, სტუმრად „ატლანტა ჰოუკსი“ 126:125 დაამარცხა. ქართველ ცენტრს ამ შეხვედრაში არ უთამაშია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში