თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია - საია

05 თებერვალი 2025, 23:18 113 ნახვა

თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველ თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით, რომელიც 20 დღეა შიმშილობს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მიუწოდებია შესაბამის უწყებას.

საიას-ს ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. როგორც განცხადებაში წერია, ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე  სისუსტის გამო დასწრებას ვერ შეძლებს.

ორგანიზაციის განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ, მათთვის ინფორმაცია, შესაბამის უწყებებს არ მიუწოდებია. მათივე თქმით, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არც სახალხო დამცველს მიუღია. 

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.

ორგანიზაცია ასევე, მიმართავს სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში