საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველ ეუთო/ოდირს მიმართავს 

05 თებერვალი 2025, 19:27 100 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, მიმდინარე კვირას დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ  საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

"მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას. 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში