წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ხუთი მოქალაქე შეიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სახისა და თავის არეში აქვთ ტრავმები, ზოგს ტვინის შერყევა, ერთ-ერთს კი თვალბუდის დაზიანება.
დაშავებულებს ნეიროქირურგისა და ოფთალმოლოგის დახმარება დასჭირდათ. კლინიკაში განაცხადეს, რომ ერთ-ერთმა დაშავებულმა საავადმყოფო გუშინ დატოვა, 4 კი მკურნალობას ისევ აგრძელებს და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაეწერებიან.
კიდევ ორი პირი მკურნალობს კლინიკა ვივამედში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით.