სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
ორგანიზაცია ითხოვს უწყებამ გამოკვეთოს ხელმძღვანელი პირების, მათ შორის ზვიად ხარაზიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“.
ამასთან, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „გააკეთოს განცხადება დემონსტრანტების დაკავების საფუძვლების შესახებ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი“.