ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" მუქარად მიიჩნევს შალვა პაპუაშვილის ფეისბუკ სტატუსს, რომელიც მან 2 თებერვლის ღამეს გამოაქვეყნა და სადაც პოლიტიკოსი მმართველი პარტიიდან, მედიის დაფინანსების წყაროსა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს განიხილავს.
"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს" წერს შალვა პაპუაშვილი და ამბობს რომ მედიის მხრიდან დაგეგმილი აქციის გაშუქება სისხლის სამართლის დანაშაულის "რეკლამირებაა", ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი კი ის დონორი ორგანიზაციაა, რომელიც კანონის დამრღვევ მედიას აფინანსებს. პაპუაშვილის თქმით, პუბლიკას შემთხვევაში ეს ევროკავშირია.ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა ხელმომწერიც არის საქართველო, და ხელი აიღოს დამოუკიდებელი მედიის დევნასა და შევიწროებაზე.