ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ევროსაბჭოში გამარჯვებას ულოცავს

30 იანვარი 2025, 22:57 195 ნახვა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის ქართულ ოპოზიციას ევროსაბჭოში მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს:

„მე, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ვულოცავ ქართველ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი დელეგაციის წევრებს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს და მარიკა მიქიაშვილს. დიდი მადლობა ლიეტუვის დელეგაციას და ემანუელის ზინგერისს, ასევე უკრაინის დელეგაციასა და ოლექსეი გონჩარენკოს, ჩემი, მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის აქტიური მხარდაჭერისთვის. საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში