რიყის პარკთან 16 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, კერძო, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე მოხდა, სადაც წყალი იყო დაგუბებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.