საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები სახალხო დამცველს მიმართავენ, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმი შექმნას. ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
„მოგიწოდებთ, რომ უზრუნველყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით“, - წერია მიმართვაში, რომელიც მთავრდება სიტყვებით: „თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ მიმართვაზე ხელმოწერა შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგებს.
გუშინ ბათუმელმა მედიკოსებმა ისაუბრეს იმ რისკებზე, რომლებიც შიმშილობის გამო მზია ამაღლობელს ემუქრება.