მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა ბათუმში იუსტიციის სახლთან. აქ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მზია ამაღლობელის დაკავება, ისინი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას, მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
გამომცემლობა ,, ბათუმელების" ჟურნალისტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული, საუბრობენ ასევე მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
პატიმრობაში მყოფი„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად მე-16 დღეა შიმშილობს.